ჩვენს შესახებ
სუკულენტებზე და ზოგადად მცენარეებზე შეყვარებული გუნდი, რომელსაც სჯერა, რომ მცენარის ზრდასადა განვითარების ეტაპებს ჩვენს ცხოვრებაში მეტი პოზიტივი, სასიამოვნო მოლოდინი, ყოველდღიური სიურპრიზები და ბევრი ფერადი დღე მოაქვს.
სუკულენტების სათბური 2017 წელს დავაარსეთ, მას შემდეგ, რაც ჩვენი საკუთარი კოლექცია ნელ-ნელა გავზარდეთ და დღეს ეს სათბური ერთ-ერთი საუკეთესოა მთელი ქვეყნის მასშტაბით. სათბურთან ერთად, ჩვენს გუნდს აქვს ეზოების, ლანდშაფტების, დიზაინისა და კორპორაციულ თუ ინდივიდუალურ დიზაინებზე მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება.
ეს გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, მომხმარებლებს კვალიფიციური რჩევები მივაწოდოთ და მათი მცენარის პრობლემის იდენტიფიკაცია შევძლოთ, თუნდაც დისტანციურად. გრინ დეკორის გუნდი ამაყობს მისი ყვავილების მაღალი ხარისხითა და ჯანმრთელი მცენარეებით, რაც უზრუნველყოფს მათი გაზრდა-გამრავლების სიმარტივეს. გრინ დეკორი პირველი კომპანიაა, რომელსაც შემოაქვს და გამოჰყავს ყველაზე განსხვავებული და სასურველი სუკულენტის ჯიშები. და, რა თქმა უნდა, ყველაზე სასურველი ჯიში ხომ ის არის, რომელიც ყველაზე იშვიათია.